ქსელური უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს თანამედროვე სისტემების და ქსელების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანას, რომელიც პირდაპირ აისახება ორგანიზაციების ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე და ციფრული ინფრასტრუქტურის ხარისხზე. დღეს, როდესაც ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს პრიორიტეტს, ორგანიზაციებმა უნდა შექმნან ისეთი გარემო, რომელშიც წარმოადგენილი იქნება ყველა სახის თანამედროვე აპარატურულ-პროგრამული გადაწყვეტულებები, რომლებსაც ევალებათ უსაფრთხოების დაცვა და ინფორმაციის კონტროლი. ქსელური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოიყენება სხვადასხვა სახის მოწყობილობები, პროგრამები და აპარატურულ-ტექნიკური საშუალებები.
ნაკადების ფილტრაცია
ქსელში, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გამიყენება ნაკადების ფილტრაცია და მათი შემოწმება. ეს მექანიზმი წარმოადგენს კრიტიკულად მნიშვნელოვან ასპექტს, რომელიც გვეხმარება თავიდან ავიცილოთ კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვა ან მასზე არასანქცირებული წვდომა.
ნაკადების ფილტრაცია მოიცავს პროცესს, რომლის დროსაც ხორციელდება ქსელური ტრაფიკის ანალიზი და კონტროლი, იმის დადგენის მიზნით, არის თუ არა ის ავტორიზებული. ასევე, ხორციელდება ტრაფიკის კონტროლი, მისი წყაროს და დანიშნულების ადგილის დასადგენად. ეს ხდება მიღებული ან გადაცემული ტრაფიკის წინასწარ განსაზღვრულ წესებთან შედარებით. იმ შემთხვევაში, თუ მონაცემები არ დაემთხვევა, ხორციელდება პაკეტების გასუფთავება ან დაბლოკვა. შესაძლებელია, არასანქცირებული ტრაფიკის სხვა „ზონაში“ გადამისამართება და მისი მეტრიკის შენახვა, შემდგომი ანალიზისთვის.
Firewall
ნაკადების ფილტრაციასთან ერთად გამოიყენება Firewall, რომელიც წარმოადგენს უსაფრთხოების კიდევ ერთ მექანიზმს. Firewall-ი გვეხმარება თავიდან ავიცილოთ ქსელში ან მის სეგმენტებში არასანქცირებული წვდომა. მისი ამოცანაა, შემომავალი და გამავალი ტრაფიკის კონტროლი და ანალიზი. მას გააჩნია წინასწარ განსაზღვრული წესების ნაკრები და უსაფრთხოების პოლიტიკები (ან/და ქსელური შეტევების და ვირუსული პროგრამების ბაზა), რომლებსაც ადარებს მის ხელთ არსებულ ტრაფიკს.
იმ შემთხვევაში, თუ მოხდება რაიმე სახის გადახრა, Firewall-ს შეუძლია აღძრას დამცავი ან შემაკავებელი მექანიზმები, ქსელის ან მისი სეგმენტის დაცვის მიზნით. არსებიბს პროგრამული და აპარატურული Firewall-ი. მისი არჩევა დამოკიდებულია ქსელის ტოპოლოგიაზე, სტრუქტურასა და არქიტექტურის თავისებურებებზე. ხშირ შემთხვევაში, Firewall-ი დაყენებულია შიდა ქსელის და ინტერნეტის საზღვარზე. ამით არის უზრუნველყოფილი დაცვა კიბერშეტევებისგან, ინფორმაციაზე არასანქცირებული წვდომისგან და კონფიდენციალურიბის დარღვევისგან.
IPS
ქსელის უსაფრთხოების კიდევ ერთ საშუალებას წარმოადგენს IPS (Intrusion Prevention System). IPS წარმოადგენს თანამედროვე სისტემას, რომლის ამოცანაა, სისტემების და კონფიდენციალური მონაცემების დაცვა არასანქცირებული წდომისგან. ეს არის ქსელური უსაფრთხოების სისტემა, რომელიც აკონტროლებს და აანალიზებს ტრაფიკს, რომელიც გადის ქსელში. მისი საშუალებით შეგვიძლია დავიცვათ ქსელი როგორც გარე, ასევე შიდა შეღწევებისგან.
IPS შეიძლება იყოს აპარატურული ან პროგრამული. მისი არჩევა დამოკიდებულია იმავე კრიტერიუმებზე, რაც Firewall-ის. IPS-ი იყენებს მთელ რიგ მექანიზმებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სისტემების და ინფორმაციის დაცულობას, ტრაფიკის სიგნატურების და ინფორმაციის შემცველობის გათვალისწინებით.
Client Access მეთოდები
მას შემდეგ, რაც მოხდება ქსელში Firewall-ის ან/და IPS-ის სწორი არჩევა და კონფიგურაცია, უნდა განთავსდეს კიდევ რამდენიმე აპარატურულ-პროგრამული საშუალება. იმის გათვალსწინებით, რომ ქსელში არსებული ტრაფიკის იდენტიფიკაცია და კონტროლი წარმოადგენს მნიშვნელოვან ამოცანას, აუცილებელია, ყველა სისტემის და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტის დაცვის უზრუნველყოფა. უსაფრთხოების შედეგების და მომხმარებლის წვდომის დაშვების საფუძველზე იქმნება ქსელური ინფრასტრუქტურის ისეთი მოდელი, რომელიც პასუხობს თანამედროვე ქსელის ყველა მოთხოვნებს.
ასეთი სახის მეთოდებს წარმოადგენენ სამომხმარებლო წვდომის მეთოდები და ქსელში წვდომის კონტროლის მექანიზმები. სამომხმარებლო წვდომის მეთოდი წარმოადგენს ისეთ საშუალებას, რომელსაც იყენებს მომხმარებელი, სხვადასხვა რესურსებზე წვდომის დროს. არსებობს მრავალი ასეთი მეთოდი, მათ შორის უკაბელო გადაცემის მეთოდი, VPN, არხის შიფრაცია და სხვა.
Network Access Control
სხვა დანარჩენთან ერთად, ქსელში წვდომის კონროლი გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ქსელზე, მის სეგმენტზე ან ქსელში არსებულ რესურსებზე არ მოხდება არასანქცირებული წვდომა. რადგანაც ქსელის ტოპოლოგია განსხვავდება სხვადასხვა ორგანიზაციებში, ქსელში წვდომის კონტროლი ამარტივებს ინფორმაციაზე წვდომის მინიჭებას.
NAC-ი შესაძლებელია იყენებდეს ისეთი დაცვის მექანიზმებს, როგორიცაა: აუტენტიფიკაცია, ავტორიზაცია, შიფრაცია, წვდომის განცალკევების მექანიზმი, Firewall, IPS და სხვა. ყველა ეს მექანიზმი განკუთვნილია იმისთვის, რომ მხოლოდ ავტორიზებულ და შესაბამისი დაშვების მქონე მომხმარებელს ჰქონდეს წვდომა ქსელურ რესურსებზე და მონაცემებზე. NAC-ის გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის ქსელირი უსაფრთხოების დონეს და შესაძლებელს ხდის გარე და შიდა შეღწევებისგან თავის დაცვას.