სტატიკური მარშრუტიზაცია

სტატიკური მარშრუტიზაციის საშუალებით ხორციელდება ერთი ქსელიდან მეორეში მონაცემების გადაცემა ოპტიმალური გზით და მინიმალური დაყოვნებით.
Static-Routes

ქსელურ მოწყობილობებს შორის ინფორმაციის გაცვლის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს სტატიკური მარშრუტიზაცია. მისი საშუალებით ხორციელდება ერთი ქსელიდან მეორეში მონაცემების გადაცემა ოპტიმალური გზით და მინიმალური დაყოვნებით. სტატიკური მარშრუტიზაცია საშუალებას აძლევს ქსელის ადმინისტრატორს აირჩიოს კონკრეტული მარშრუტი, რომლის საშუალებითაც განხორციელდება ინფორმაციის გადაცემა ქსელში.

სტატიკური მარშრუტების კონფიგურაცია ხდება წინასწარ განსაზღვრული მარშრუტიზაციის ცხრილის საფუძველზე, რომელიც აღწერს ქსელის ტოპოლოგიას. დინამიური მარშრუტიზაციისგან განსხვავებით, სტატიკურად გაწერილი მარშრუტები თავისით არ იცვლებიან. მათ ცვლილებას ახორციელებს მხოლოდ ქსელის ადმინისტრატორი.

თუმცა, სტატიკური მარშრუტიზაციის გამოყენება მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქსელი მცირე ზომისაა, რადგანაც, რაც უფრო მეტი მარშრუტია განსაზღვრული ქსელისთვის, მით უფრო ძნელია მათი კონფიგურაცია ქსელის ადმინისტრატორისთვის. ასევე, დიდი რაოდენობის მარშრუტების შემთხვევაში ძნელია ქსელის გაკონტროლება და შეფერხებების დროული აღმოფხვრა. მაგალითად, თუ ორგანიზაციაში გამოიყენება ორი ან სამი როუტერი, ქსელის ადმინისტრატორს შეუძლია სტატიკურად გაწეროს მარშრუტები. მაგრამ, თუ ქსელში გამოიყენება ათი მარშრუტიზატორი, ქსელის ადმინისტრატორისთვის ძნელი იქნება ყველა მარშრუტის აღწერა და მათი გაკონტროლება. ასევე, იზრდება შეცდომის ალბათობაც.

თუმცა, ზოგ შემთხვევაში, სტატიკური მარშრუტიზაცია ეხმარება ორგანიზაციას თანხის დაზოგვაში. იმის გათვალისწინებით, რომ სტატიკური მარშრუტიზაციის დროს როუტერი არ იტვირთება მარშრუტების დინამიური განსაზღვრით და ყველა დანიშნულების წერტილამდე საუკეთესო გზის გამოთვლით, ქსელის ადმინისტრატორს აქვს შესაძლებლობა აირჩიოს უფრო იაფი მარშრუტიზატორი.

სტატიკური მარშრუტიზაციის კონფიგურაცია

სტატიკური მარშრუტის განსასაზღვრა ხდება გლობალური კონფიგურაციის რეჟიმში შემდეგი ბრძანებით: ip route DESTINATION_NETWORK SUBNET_MASK NEXT_HOP_IP_ADDRESS.

DESTINATION_NETWORK - სამიზნე ქსელის მისამართი, რომლის მარშტუტის ცოდნაც ევალება პირველ როუტერს;
SUBNET_MASK - სამიზნე ქსელის ნიღაბი;
NEXT_HOP_IP_ADDRESS - ის IP მისამართი, რომლის გავლითაც მოხდება სამიზნე ქსელში მოხვედრა.

გარდა ამისა, შესაძლებელია, NEXT_HOP_IP_ADDRESS მისამართის ნაცვლად, როუტერის გამსვლელი ინტერფეისის მითითება (მაგალითად: s0/0/0; gig0/0/0 და სხვა).

განვიხილოთ შემდეგი მაგალითი:

Static-Routes

სურათზე ვხედავთ ორ როუტერს (R1; R2) და ორ მოწყობილობას, რომლებიც უკავშირდებიან შესაბამის როუტერებს. მოცემულ მაგალითში წარმოდგენილია ორი ქსელი: 192.168.10.0/24 და 192.168.20.0/24. R1 და R2 როუტერები დაკავშირებულია 10.10.10.0/8 ქსელთან. განვიხილოთ, თუ როგორ ხდება სტატიკური მარშრუტების განსაზღვრა R1 და R2 როუტერებზე.

ამისთვის, R1 როუტერზე, გლობალური კონფიგურაციის რეჟიმში, უნდა შევასრულოთ შემდეგი ბრძანება:

ip route 192.168.20.0 255.255.255.0 10.10.10.2

ამის შემდეგ, show ip route ბრძანებით დავრწმუნდეთ სტატიკური მარშრუტის სწორ კონფიგურაციაში.

Static-Routes

სურათიდან ვხედავთ, რომ სტატიკური მარშრუტი წარმატებით განისაზღვრა R1 როუტერზე. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ S სიმბოლო სტატიკურ მარშრუტს ნიშნავს.

ანალოგიურად, R2 როუტერზე, გლობალური კონფიგურაციის რეჟიმში, უნდა შევასრულოთ შემდეგი ბრძანება:

ip route 192.168.10.0 255.255.255.0 10.10.10.1

Static-Routes

სტატიკური მარშრუტების განსაზღვრის შემდეგ, პირველ კომპიუტერს (192.168.10.0 ქსელი) შეუძლია აღმოაჩინოს მეორე კომპიუტერი (192.168.20.0 ქსელი) და პირიქით.

About the Author

I have experience in developing and creating control and automation systems, security systems, internal corporate systems, creating and managing databases, designing IoT and creating programs for managing and monitoring processes.

Post a Comment

Cookie Consent
We serve cookies on this site to analyze traffic, remember your preferences, and optimize your experience.
Oops!
It seems there is something wrong with your internet connection. Please connect to the internet and start browsing again.
AdBlock Detected!
We have detected that you are using adblocking plugin in your browser.
The revenue we earn by the advertisements is used to manage this website, we request you to whitelist our website in your adblocking plugin.
Site is Blocked
Sorry! This site is not available in your country.