![]() |
Branch ქსელის დაგეგმვა და შემდგომი აგება წარმოადგენს თანამედროვე ბიზნესის უმნიშვნელოვანეს ასპექტს, ვინაიდან, ფილიალების ინფორმაციული უსაფრთხოება და კავშირის მდგრადობა პირდაპირ არის დამოკიდებული Branch ქსელის არქიტექტურაზე. ციფრულ ტექნოლოგიებზე მზარდი დამოკიდებულების გათვალისწინებით, Branch ქსელები სწორად უნდა იყვნენ დაპროექტებული და მათ უნდა შეეძლოთ მაღალი დატვირთვის პირობებში მუშაობა. Branch ქსელის ამოცანაა ფილიალებში მომუშავე პერსონალისთვის სწრაფი კავშირის არხის და უსაფრთხო წვდომის მიწოდება, როგორც სასერვერო ასევე ინტერნეტ სერვისების გამოყენებისთვის.
Branch ქსელის ეფექტურმა და სწორად განაწილებულმა სტრუქტურამ უნდა უზრუნველყოს სწრაფი წვდომა სენსიტიურ ინფორმაციაზე, საიმედო ინტერნეტის და დაცული არხების დახმარებით. Branch ქსელის დაპროექტებისას, ორგანიზაციებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ყველა მნიშვნელოვან ფაქტორს, რათა დააკმაყოფილონ ყველა წინაპირობა და შექმნან სწრაფი, მოქნილი და დაცული ქსელი. ასეთ ქსელებში გამოიყენება მრავალი ქსელური პროტოკოლი და სერვისი, მათ შორის წვდომის კონტროლი (ACL), ქსელური უსაფრთხოების მექანიზმები და NAT-ირება.
Internet connectivity
Internet connectivity წარმოადგენს Branch ქსელების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წინაპირობას. ორგანიზაციებში და დაშორებულ ფილიალებში მომუშავე თანამშრომლებმს უნდა ჰქონდეთ სწრაფი და დაცული კავშირი ინტერნეტთან. მაღალი სიჩქარის ინტერნეტის არსებობა ამარტივებს ოპერაციების შესრულებას და რესურსებზე წვდომას. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია ქსელური უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დაცვის მექანიზმების არსებობა. Branch ქსელში, ინტერნეტთან კავშირი შესაძლებელია სხვადასხვა გზით. თუმცა, ყველაზე გავრცელებულია სადენიანი, უსადენო და ფიჭური კავშირი.
ACL და Firewall
Branch ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ხორციელდება სხვადასხვა პროგრამულ-აპარატურული შესაძლებლობების დახმარებით. მათ შორის, ACL-ით და Firewall-ით. წვდომის კონტროლის სია (ACL) წარმოადგენს მნიშვნელოვან მექანიზმს, რომელსაც შეუძლია დაიცვას კორპორატიული ქსელი, როგორც შიდა ასევე გარე შეტევებისგან. ACL განსაზღვრავს ვის ექნება წვდომა ამა თუ იმ რესურსზე ან მოწყობილობაზე. ამასთან ერთად, ACL-ის გამოყენება შეგვიძლია ქსელური ტრაფიკის და შეტყობინებების ფილტრაციისთვის. ACL-ი უზრუნველყოფს ქსელის შიგნით და გარეთ არსებული მონაცემების კონტროლს, სპეციალური აპარატურული ან პროგრამული საშუალებების გამოყენებით.
ერთ-ერთი ასეთი საშუალება არის Firewall-ი, რომელიც ACL-თან ერთად (ან მისი გამოყენებით) უზრუნველყოფს Branch ქსელის სრულ დაცვას, სხვადასხვა ვექტორის შეტევებისგან. Branch ქსელებში, Firewall-ები უნდა იყვნენ განთავსებულნი კრიტიკულ ადგილებში, რათა მოახდინონ ყველა სახის თავდასხმის მოგერიება. ამასთან ერთად, Branch ქსელის დაპროექტებისას, Firewall-ის და ACL-ის გამოყენება არ უნდა უშლიდეს თანამშრომელს, მონაცემებზე და რესურსებზე სწრაფ და ეფექტურ წვდომაში.
NAT
Branch ქსელებში კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს NAT-ირება. ის წარმოადგენს ქსელური მისამართების ტრანსლირების მექანიზმს, რომელიც გარდაქმნის Private IP მისამართებს Public IP მისამართებში. Branch ქსელში, NAT-ის გამოყენება უზრუნველყოფს ინტერნეტში გასვლას. ასევე, მისი საშუალებით შესაძლებელია სერვერების ან ქსელის სეგმენტებისთვის, ცალკეული Public IP მისამართების გამოყოფა, რითაც იზრდება ქსელის საერთო დაცულობა.
Branch ქსელის დიზაინი
ნებისმიერი Branch ქსელის დაპროექტებისას, ქსელის ადმინისტრატორმა უნდა გაითვალისწინოს ისეთი საკვანძო საკითხები, როგორიცაა: Connectivity (დაკავშირების შესაძლებლობა), სხვადასხვა სახის და დანიშნულების ქსელური მოწყობილობები, სერვის პროვაიდერი, კავშირის არხის გამტარუნარიანობა და დაყოვნების დრო. Branch ქსელის მომხმარებლებს უნდა ჰქონდეთ სწრაფი და დაცული კავშირი, როგორც მონაცემთა დამუშავების და წვდომის ცენტრებთან, ასევე ინტერნეტ ქსელთან.
ამის უზრუნველყოფა გულისხმობს სწორი და ეფექტური ქსელის ტოპოლოგიის დაპროექტებას. ორგანიზაციების ფილიალებმა უნდა შეძლონ კომუნიკაცია დაშორებულ ტერმინალებთან და ინფორმაციის დამუშავების ცენტრებთან. კავშირის არხის არჩევისას, ორგანიზაციებმა ყურადღება უნდა მიაქციონ არხის გამტარუნარიანობას, დაცულობას, წვდომის სახეს და ტექნოლოგიას.
ამისთვის გაოიყენება აპარატურული უზრუნველყოფა, რომელიც წარმოადგენს ფილიალის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, რომლის დაცვაც პრიორიტეტულია. იმის გათვალისწინებით, რომ ყველა Branch ქსელში წარმოადგენილია არაერთი მოწყობილობა თუ სერვერი, მათი არჩევა და ადმინისტრირება სწორად უნდა ხორციელდებოდეს. ორგანიზაციებმა უნდა გაითვალისწინონ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა მოწყობილობების ღირებულება, საიმედოობა და ქსელის გაფართოების შესაძლებლობა.
ISP
ასევე, სერვის პროვაიდერის არჩევა და ქსელური პარამეტრების კონფიგურაცია ძალიან მნიშვნელოვანია Branch ქსელის სწორი და უმტყუნო მუშაობისთვის. ISP-ს არჩევა დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე. შაუძლებელია იმის თქმა, თუ კონკრეტულად რომელი სერვის პროვაიდერი უნდა აირჩიოს ორგანიზაციამ. თუმცა, ISP-ს არჩევისას, ყურადღება უნდა მივაქციოთ მის დაცულობას, კავშირის არხის ხარისხსა და სიჩქარეს, პროტოკოლების და აპარატურული უზრუნველყოფის სახეებს, ქსელის გაფართოების და კავშირის არხის რეზერვირების შესაძლებლობას.
Bandwidth
როდესაც ვსაუბრობთ ISP-ზე ან Branch ქსელზე, არ უნდა დაგვავიწყდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი. ეს არის Bandwidth, ანუ გამტარუნარიანობა. გამტარუნარიანობა წარმოადგენს ქსელის მახასიათებელს, რომელზეც დამოკიდებულია ქსელის საერთო სწრაფქმედება. Branch ქსელებში მომუშავე თანამშრომლებს უნდა ჰქონდეთ გადაცემის არხის მაღალი გამტარუნარიანობა, სამუშაოს ეფექტური შესრულებისთვის. ორგანიზაციებმა უნდა გაითვალისწინონ არხის ღირებულება, კავშირის სიჩქარე, შუალედური მოწყობილობების ტიპები და კიდევ მრავალი ფაქტორი, რათა არ მოხდეს, გადაცემის არხის გამტარუნარიანობის შემცირება.
Delay
ამ ფაქტორებიდან ერთ-ერთი არის დაყოვნება (Delay), რომელიც წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან მახასიატებელს, რადგანაც ის განსაზღვრავს ქსელის და კავშირის სიჩქარეს. Branch ქსელის დაპროექტებისას მნიშვნელოვანია დაყოვნების შემცირება, რადგანაც ეს ფაქტორი შეიძლება გახდეს კრიტიკული, ქსელში გამტარუნარიანობის და დაცული კავშირის არხის შექმნის შემდეგ.
ამის გათვალისწინებით, Branch ქსელის დაპროექტებისას აუცილებელი მთელი რიგი ფაქტორის განსაზღვრა და ქსელის სწორი ტოპოლოგიის შექმნა. ორგანიზაციებმა უნდა აირჩიონ ეფექტური გზა, რათა შეამცირონ ინფორმაციის დამუშავების და მასზე წვდომის დრო.