MITM შეტევა

MITM შეტევების ერთ-ერთ მთავარ რისკს წარმოადგენს კონფიდენციალური ინფორმაციის ხელში ჩაგდება.
MITM_Attack

MITM (Man in the Middle) შეტევა წარმოადგენს კიბერშეტევის ფორმას, რომლის დროსაც თავდამსხმელი დგება ინფორმაციის გაცვლაში არსებულ ორ მხარეს შორის, რითაც ახორციელებს ინფორმაციის წაკითხვას ან მოდიფიცირებას. ამ დროს, თავდამსხმელის ხელში ხვდება ინფორმაცია, რომელიც გადის გადაცემის არხში. ამრიგად, MITM შეტევის დროს შესაძლებელია ინფორმაციის მოპოვება, შეცვლა, ინფორმაციის დამახინჯება ან მისი მოდიფიკაცია. MITM შეტევა სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქსელის უსაფრთხოებას, რადგანაც ის არღვევს კონფიდენციალურობას და ინფორმაციის მთლიანობას. იმისათვის, რომ დავიცვათ თავი MITM შეტევებისგან, უნდა ვიცოდეთ მისი ბუნება, შეტევის პოტენციური შედეგები და ეფექტური კონტროლის საშუალებები, უსაფრთხოების რისკების შესამცირებლად.

MITM შეტევა იყენებს საკომუნიკაციო პროტოკოლებში ან ქსელის ინფრასტრუქტურაში არსებულ დაუცველობას. MITM შეტევებში გამოყენებული გავრცელებული მეთოდებია: ARP spoofing, IP spoofing, DNS spoofing, Wi-Fi არხის მიერ გადაცემული ინფორმაციის ხელში ჩაგდება და სხვა. წარმოდგენილი მეთოდების გამოყენებით თავდამსხმელს შეუძლია აღმოჩნდეს ინფორმაციის გამგზავნსა და მიმღებს შორის, რაც მას საშუალებას აძლევს გააკონტროლოს ან შეცვალოს მიღებული და გადაცემული ინფორმაცია.

MITM შეტევების ერთ-ერთ მთავარ რისკს წარმოადგენს კონფიდენციალური ინფორმაციის ხელში ჩაგდება. თავდამსხმელს შეუძლია დაეუფლოს ისეთი სახის ინფორმაციას, როგორიცაა მომხმარებლის სააღრიცხვო მონაცემები, პირადი მიმოწერა, შენახული პაროლები და სხვა. ასევე, ჰაკერს შეუძლია გამოიწვიოს შეტყობინებების შეცვლა, ყალბი ვებსაიტების ჩვენება მომხმარებლისთვის, არაავტორიზებული ტრანზაქციების ან ბრძანებების განხორციელება, რაც გამოიწვევს დიდ ზარალს ან კრიტიკული ინფრასტრუქტურის კომპრომეტაციას. გარდა ამისა, MITM შეტევის განხორციელების კიდევ ერთ ვექტორს წარმოადგენს ისეთი შეტევები, რომლის განხორციელებისთვის საჭიროა მსხვერპლის (ინფიცირებული მომხმარებლის) მოწყობილობაზე კონტროლის არსებობა. MITM შეტევის შემდეგ ჰაკერი ეუფლება მომხმარებლის მოწყობილობას, რაც აძლევს მას სხვა, უფრო საშიში შეტევების განხორციელების შესაძლებლობას.

როგორც ერთი შეხედვით შეგვიძლია ვიფიქროთ, თავდამსხმელს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ხელში ჩაიგდოს ნებისმიერი ინფორმაცია და მოახდინოს მისი მოდიფიცირება. თუმცა, ეს არ წარმოადგენს სიმართლეს. ჰაკერს შეუძლია თითქმის ნებისმიერი მონაცემების მოპარვა, თუმცა, კავშირის პროტოკოლების მუშაობიდან გამომდინარე შეუძლია მხოლოდ იმ ინფორმაციის წაკითხვა, რომელიც არ არის დაშიფრული სპეციალური ალგორითმების საშუალებით. იმ შემთხვევაში, თუ გამოყენებულია ისეთი უსაფრთხოების პროტოკოლები, როგორიცაა SSL/TLS, HTTPS და HSTS, ჰაკერისთვის თითქმის შეუძლებელია ინფორმაციის წაკითხვა და მისი შემდგომი მოდიფიკაცია.

MITM_Attack

MITM_Attack

როგორც სურათებიდან ჩანს, MITM შეტევის განხორციელების დროს, თავდამსხმელმა ხელში ჩაიგდო მომხმარებლის სააღრიცხვო მონაცემები. თუმცა, საიტი, სადაც შევიდა მომხმარებელი იყენებს HTTP პროტოკოლს, რომელიც არ შიფრავს მონაცემების. აღსანიშნავია, რომ ახლა ხდება HTTP პროტოკოლის აქტიური ჩანაცვლება HTTPS პროტოკოლით, რომელიც ახორციელებს მონაცემთა შიფრაციას. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ HTTPS პროტოკოლი სრულად გვიცავს MITM შეტევებისგან. არსებობს ისეთი MITM შეტევები, რომლებიც იყენებენ სპეციალურ საშუალებებს, HTTPS პროტოკოლის გვერდის ავლისთვის. მაგალითად: SSL stripping, SSL BEAST, HTTPS spoofing და SSL hijacking. მათი საშუალებით შესაძლებელია HTTPS პროტოკოლის გვერდის ავლა და მონაცემების ხელში ჩაგდება, ცალკეული საიტების და რესურსების შემთხვევაში. ამ მეთოდების მთავარი მიზანია HTTPS პროტოკოლის ჩამოქვეითება HTTP პროტოკოლამდე ან მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა, არალეგიტიმური HTTPS გვერდის შექმნით.

MITM შეტევა სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქსელის უსაფრთხოებას. ასეთი შეტევებისგან დასაცავად გამოიყენება მთელი რიგი საშუალებები, რომლებიც ამცირებენ შეტევის ალბათობას და იცავენ როგორც ქსელს, ასევე მომხმარებლებს. უსაფრთხო კომუნიკაციის პროტოკოლების დანერგვა, როგორიცაა Transport Layer Security (TLS) და Secure Shell (SSH) უზრუნველყოფს ქსელში გადაცემული მონაცემების დაშიფვრას და მათ მთლიანობას. VPN-ის გამოყენება მკვეთრად ამცირებს MITM შეტევის ალბათობას, რადგანაც VPN-ი იყენებს შიფრაციის პროტოკოლს, ინფორმაციის გადაცემის დროს. კიდევ ერთი გზა არის 2FA აუტენტიფიკაციის გამოყენება. ეს მეთოდი ქმნის უსაფრთხოების კიდევ ერთ საფეხურს, რომელიც ართულებს MITM შეტევის განხორციელებას და ინფორმაციის ხელში ჩაგდებას. ამასთანავე, 2FA აუტენტიფიკაციის გამოყენებით მომხმარებელი ამცირებს მის პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომის რისკს, სხვა სახის შეტევების გამოყენების შემთხვევაში.

გარდა ამისა, ქსელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაძლებელია IDS/IPS სისტემების გამოყენება, რომლებიც გამოავლენენ MITM შეტევის მცდელობას. მათ შეუძლიათ ქსელში არსებული ანომალური ტრაფიკის ან მოთხოვნების/ბრძანებების გამოვლენა და მათზე შემდგომი რეაგირების მოხდენა. ამრიგად, MITM შეტევა წარმოადგენს საკმაოდ მაღალი რისკის შემცველ შეტევას, რომლის მიზანი შეიძლება იყოს მომხმარებლის პირადი მონაცემების მოპარვა ან ქსელის კომპრომეტაცია, სხვადასხვა სახის თანამედროვე მიდგომების გამოყენებით. ქსელის ადმინისტრატორი ვალდებულია მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, ქსელის და მომხმარებლების დასაცავად ასეთი სახის შეტევებისგან.

About the Author

I have experience in developing and creating control and automation systems, security systems, internal corporate systems, creating and managing databases, designing IoT and creating programs for managing and monitoring processes.

Post a Comment

Cookie Consent
We serve cookies on this site to analyze traffic, remember your preferences, and optimize your experience.
Oops!
It seems there is something wrong with your internet connection. Please connect to the internet and start browsing again.
AdBlock Detected!
We have detected that you are using adblocking plugin in your browser.
The revenue we earn by the advertisements is used to manage this website, we request you to whitelist our website in your adblocking plugin.
Site is Blocked
Sorry! This site is not available in your country.